ფინეთმა ოფიციალურად გამოაცხადა ნატოში გაწევრიანების გადაწყვეტილება. განაცხადების შეტანას ოთხშაბათს, 18 მაისს გეგმავს. მანამდე გადაწყვეტილება პარლამენტმა უნდა განიხილოს და კენჭიუყაროს.
“დღეს პრეზიდენტმა და საგარეო თავდაცვის პოლიტიკის სამთავრობო კომიტეტმა ნატოში გაწევრიანების გადაწყვეტილება მიიღეს. ეს ისტორიული დღეა. ახალი ერა იხსნება”. – პრეზიდენტმა საულ ნიინისტემ განაცხადა.
ფინელი ლიდერის თქმით, ფინეთს ალიანსში გაწევრიანება უკრაინაში რუსეთის შეჭრამ აიძულა.