Sunday, September 24, 2023
spot_img
მთავარიეკონომიკაფინურმა კომპანია Fennovoima-მ ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაზე "როსატომთან" დადებული კონტრაქტი შეწყვიტა

ფინურმა კომპანია Fennovoima-მ ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაზე “როსატომთან” დადებული კონტრაქტი შეწყვიტა


Fennovoima-მ რუსულ Rosatom-თან დადებული კონტრაქტი, ფინეთში ჰანჰიკივის ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ უკრაინაში მიმდინარე ომის გამო შეწყვიტა.

„RAOS პროექტთან (როზატომის სახელმწიფო კორპორაციის ნაწილი) თანამშრომლობა , ისევე როგორც დიზაინისა და ლიცენზირების სამუშაოები დაუყოვნებლივ შეწვიტა, ასევე Hanhikivi-1-ის ბაზაზე მუშაობა.“ – ნათქვამია განცხადებაში.

კომპანიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის ომმა, პროექტის რისკები გააძლიერა და RAOS-მა მათი შემცირება ვერ შეძლო.
„RAOS Project-თან EPC კონტრაქტის შეწყვეტის გადაწყვეტილებაც მარტივად ვერ მიიღეს. ასეთ დიდ პროექტში მნიშვნელოვანი სირთულეები და გადაწყვეტილებების მიიღება მხოლოდ განხილვის შემდეგ ხდება. ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ უარყოფით გავლენას და ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ შევამსუბუქოთ ის“. – თქვა Fennovoima-ს თავმჯდომარემ ესა ჰარმალემ.

რამდენიმე დღით ადრე, Fennovoima-ს აქციონერმა, სამშენებლო კომპანია SRV-მ ამ სტრუქტურაში რუსეთში არსებული აქტივების ღირებულება გამოაცხადა.

„ომისა და მასთან დაკავშირებული საბაზრო პირობების გამო, ჩვენ ჩამოვწერეთ რუსეთში არსებული ფაქტობრივად ყველა სავაჭრო ცენტრისა და სხვა აქტივების საბალანსო ღირებულება, ისევე როგორც ჩვენი ინვესტიცია Fennovoima-ში“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

აქტივების ჯამური ღირებულება 141,2 მლნ ევროთი შემცირდა, ჩამოწერის შემდეგ SRV-ის აქტივების ღირებულებამ უშუალოდ რუსეთში 2,6 მლნ ევრო შეადგინა.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები