Tuesday, September 26, 2023
spot_img
მთავარირეგიონიფოთის მოსახლეობა პორტის ნვთიერებების ღია წესით დამუშავებას აპროტესტებს

ფოთის მოსახლეობა პორტის ნვთიერებების ღია წესით დამუშავებას აპროტესტებს

ფოთში, მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებლებმა აქციას გამართეს. მონაწილეების განცხადებით, მათ საცხოვრებელ სახლებთან ახლოს, პორტის ტერიტორიაზე ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერებები ღია წესით მუშავდება, რის გამოც , იქ ცხოვრება გაუსაძლისია. ამასთან, როგორც ისინი ამბობენ, აღნიშნული ნივთიერების ტრანსპორტირება უსაფრთხოების ნორმების დარღვევით ხორციელდება.

,,სამი წელია , ერთი და იგივე მოთხოვნა გვაქვს და მთავრობა არ ასრულებს იმასაც, რასაც დაგვპირდა. პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი დაგვპირდა და განაცხადა ჩვენთან შეხვედრის დროს, დააკმაყოფილეთ ეს ხალხიო. გავიდა მას შემდეგ 6 თვე და ჯერ არაფერი შეცვლილა. სპილენძის კონცენტრანტები ჩვენს საცხოვრებელ სახლებთან ახლოს, დახლოებით 30 მეტრში ყრია. ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ. ტვირთვის შემოტანას, რომელიც ჩვენს ჯანმრთლობას საფრთხეს უქმნის, თუ შეწყვიტავენ ძალიან კარგი იქნება. მაგრამ ჩვენ ვითხოვთ კომპენსაციას. ყველა იპოვის თავის გზას და ეს 100 ოჯახი არ დაიხოცება,”- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ვეფხვია გულედანმა.

ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, მიმდინარეობდა მუშაობა პროექტზე, რომელიც მოსახლეობისათვის ალტერნატიული საცხოვრებლით უზრუნველყოფას გულისხმობდა, თუმცა, დღეს მათ სხვა პირობა წამოაყენეს და კომპენსაცია მოითხოვეს.

,,ჩვენთვის დეტალურად ცნობილია ამ ადამიანების პრობლემები, არაერთხელ ვართ ნამყოფი მათთან. იცით, რომ პრემიერი დაჰპირდა მათ პრობლემის მოგვარებას გაიცა დავალებაც მთავრობის მეთაურის მხრიდან და გვარდება კიდეც ეს საკითხი – მზად არის კორპუსის პროექტი, გამოყოფილია მიწის ნაკვეთი ფაზისის ქუჩაზე და დროულად მოხდება მშენებლობა. ის დაპირება რაც იყო შესრულდება დროულად. ჩვენ გქონდა ამ ადამინებთან შეთანხმება და სწორედ ეს მოთხოვნა ქონდათ მათ პრემიერთან შეხვედრის დროს და ამ პრობლემას მოვაგვარებთ უახლოეს პერიოდში,“- განაცხდა ფოთის მერმა, ბექა ვაჭარაძემ.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები