გიორგი წიტაიშვილი ერთ-ერთი იმ ქართველთაგან ერთ-ერთია, რომელიც პოლონეთის ჩემპიონატში მონაწილეობს. ქართველი სპორტსმენი ახალი კლუბის, “ვისლას” სასტარტოში პირველად გამოჩნდა, 74 წუთი ითამაშა და მისი გუნდის მიერ გატანილ გოლში მონაწილეობა მიიღო. გიორგი საკმაოდ აქტიური იყო და ექსტრაკლასის ტურის სიმბოლურ ნაკრებში შევიდა.
გაიმარჯვა ოთარ კაკაბაძის “კრაკოვიამაც”, რომელმაც “ზაგლებიე” 1:0 დაამარცხა. ქართველმა მცველმა დასკვნითი 14 წუთი ითამაშა.
დასრულებამდე 5 ტურით ადრე ჩემპიონატში 3 ლიდერს თანაბარი, 59-59 ქულა აქვს. მათ შორის ორი ქართველი ლეგიონერებისაა – ნიკა კვეკვესკირის “ლეხი” და ვაკო გვილიასა და ლუკა გაგნიძის “რაკუვი”.
კაკაბაძის “კრაკოვია” 38 ქულით მე-8 ადგილზეა და ევროტურნირებზე გასვლის შანსი დაკარგული აქვს, ხოლო წიტაიშვილის ერთ დროს სახელოვანი “ვისლა” ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის – სამშვიდობო ზონას 2 ქულით ჩამორჩება.