Sunday, November 27, 2022
spot_img
მთავარისპორტიქართველი ძიუდოისტები ევროპის ჩემპინატზე

ქართველი ძიუდოისტები ევროპის ჩემპინატზე

სოფიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში დღეს ოთხი ქართველი გამოვიდა, რომელთაგან ორს ფინალურ ბლოკში ვიხილავთ. 60კგ-ში მოასპარეზე ქართველი ძიუდოისტი ლუხუმ ჩხვიმიანი ნახევარფინალში ესპანელ ფრანცისკო გარიგოსთან დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის ფრანგ სედრიკ რევოლთან იჭიდავებს.

ფინალურ ბლოკში ასევე მესამე ადგილისთვის იბრძოლებს ეთერ ლიპარტელიანიც (57კგ). ქართველს ნახევარფინალში ფრანგმა სარა ლეონე კისიკემ სძლია და ეთერი ბრინჯაოს მედლისთვის ჩეხ ვერა ზემანოვას დაუპირისპირდება.შეჯიბრზე გამომსვლელი დანარჩენი ორი ქართველი – ჯაბა პაპინაშვილი (60კგ) და ვაჟა მარგველაშვილი (66კგ) ტურნირს ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის ფინალური ბლოკის ტელერეპორტაჟებს ექსკლუზიურად საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. ტურნირის პირდაპირი ტრანსლაციები 29,30 აპრილს და პირველ მაისს, თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები