საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა სოფიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე პირველი ოქროს მედალი მოიპოვა – კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ტატო გრიგალაშვილი ავიდა.
22 წლის ქართველმა ძიუდოისტმა ფინალის გზაზე ოთხი შეხვედრა მოიგო. საჩემპიონო ბრძოლაში კი მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ბელგიელ მატიას კასეს დაუპირისპირდა და მსოფლიოს შარშანდელი ჩემპიონატის ფინალში და ტოკიოს ოლიმპიური თამაშების რეპეშაჟის ფინალში განცდილი მარცხის გამო აუღო რევანში.
ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონი მეორედ გახდა. პირველი ტიტული მან 2020 წელს მოიპოვა.