Sunday, September 24, 2023
spot_img
მთავარიპოლიტიკაირაკლი კობახიძე უკრაინაში გამგზავრების საჭიროებას ვერ ხედავს

ირაკლი კობახიძე უკრაინაში გამგზავრების საჭიროებას ვერ ხედავს

უკრაინისა და საქართველოს ხელისუფლებებს შორის „კომუნიკაციის პრობლემა არ არის“.

პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი და მმართველი პარტიის თავმჯდომარის ვიზიტი რანგით ერთი და იგივეა.  უკრაინაში ამ რანგის ვიზიტის ორგანიზებისთვის გარკვეული წინაპირობების არსებობაა საჭირო, რაც ელემენტარული ჟესტია  იმის თაობაზე, რომ ხელისუფლებას მეგობრობის სურვილი აქვს.

კობახიძის თქმით, უკრაინაში გამგზავრების სურვილი უმრავლესობიდან ბევრ დეპუტატს აქვს, თუმცა რამდენი დეპუტატი გაემგზავრება და როდის, ამასთან დაკავშირებით უკრაინული მხარისგან პროტოკოლურ ინფორმაციას ელიან. კობახიძის განმარტებით, დელეგაცია „ქართული ოცნების“ მხრიდან კონკრეტული პროტოკოლური კრიტერიუმებით შედგება.

კობახიძის განმარტებით, უკრაინისა და საქართველოს ხელისუფლებებს შორის „კომუნიკაციის პრობლემა არ არის“.

„კომუნიკაცია წლებია გრძელდება. პრობლემური მხოლოდ ერთი საკითხია იმის თაობაზე, რომ ხელისუფლებაში კრიმინალები არ უნდა იყვნენ, რაც ჩვენი მხრიდან აბსოლუტურად ყველა შეხვედრაზე დადგა. გახსოვთ, შეხვედრები უმაღლეს დონეზე იმართებოდა, თუმცა პრობლემა არ გადაწყდა. კომუნიკაცია კვლავ გრძელდება. ჩვენ სხვა პრობლემა არა გვაქვს. უკრაინაში ვიზიტი არის ჩვენი სოლიდარობის გამოხატვა უკრაინელი ხალხისა და უკრაინის სახელმწიფოს მიმართ, რომელიც რუსული აგრესიის წინააღმდეგ გმირულად იბრძვის.

მეგობრობა ორ ქვეყანასა და ორ ხალხს შორის გრძელდება და სუფთაა, თუმცა, სამწუხაროდ, ეს ხელისუფლებებს შორის მეგობრობაში ბოლომდე არ გადაიზარდა, რისი მიზეზიც ერთია – “უკრაინის ხელისუფლებაში კვლავაც კრიმინალები არიან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის ინფორმაციით, უკრაინაში უმრავლესობა და ოპოზიცია ერთიანი დელეგაციით გაემგზავრება.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები