Tuesday, November 29, 2022
spot_img
მთავარიპოლიტიკა"ქართული ოცნების" 10 წლის იუბილე

“ქართული ოცნების” 10 წლის იუბილე

„ქართულმა ოცნება“ იუბილესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

“დღეს ზუსტად 10 წელი შესრულდა ჩვენი პარტიის – “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ოფიციალურად დაფუძნებიდან. ზუსტად 10 წლის წინ, 2012 წლის 21 აპრილს, შედგა პარტიის დამფუძნებელი ყრილობა. არსებობის 10 წლის მანძილზე, “ქართულმა ოცნებამ” ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში გადამწყვეტი როლი შეასრულა. 2012 წლიდან დღემდე, “ქართულმა ოცნებამ” ცხრაჯერ მოიპოვა საზოგადოების ნდობის მანდატი, რისთვისაც ქართველ ხალხს კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით. 2012 წელს, როდესაც ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით დაფუძნდა ჩვენი პარტია, ქვეყანა იყო უმძიმეს მდგომარეობაში. უმძიმეს და ურთულეს ვითარებაში შეძლო “ქართულმა ოცნებამ” ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ქვეყნის განვითარებაში დემოკრატიული გარდატეხის შეტანა. ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ ხალხს დაუბრუნეს თავისუფლება და დემოკრატია, რაც ქვეყნის წინსვლისა და განვითარების აუცილებელი პირობაა.“- ნათქვამია განცხადებაში.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები