Sunday, September 24, 2023
spot_img
მთავარისაზოგადოებაქვეყანაში კოვიდ-19-ის სამკურნალო პრეპარატ „პაქსლოვიდის“ გამოყენება დაიწყო

ქვეყანაში კოვიდ-19-ის სამკურნალო პრეპარატ „პაქსლოვიდის“ გამოყენება დაიწყო

თამარ გაბუნიას ინფორმაციით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო პრეპარატი „პაქსლოვიდი“ უკვე გამოიყენება.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ცნობით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის სამკურნალო პრეპარატ „პაქსლოვიდის“ გამოყენება უკვე დაიწყო, თუმცა ჯერჯერობით მხოლოდ ერთეული პაციენტები მკურნალობენ და მედიკამენტს თავდაპირველად ექიმის მეთვალყურეობით იღებენ.

 თუ პაციენტს წამლის მიღებისას  ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა, კლინიკის ექიმი შეაფასებს  მდგომარეობას, და გადაწყვეტს გააგრძელოს თუ არა  მედიკამენტის მიღება.

“პაქსლოვიდის“ გამოყენება გასულ კვირას დაიწყო და ჯერჯერობით ერთეული პაციენტი  იღებს. პრეპარატს ოჯახის ექიმი  პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების შემდეგ ნიშნავს.

საბედნიეროდ, შემთხვევათა რაოდენობა არ არის დიდი, ამიტომ მცირე რაოდენობის პაციენტს დასჭირდა მედიკამენტი. „პაქსლოვიდი“  სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის მიერ მობილიზებულ სატრანსპორტო საშუალებას, რომელსაც ცენტრალური ონლაინ კლინიკიდან ექიმი მიჰყვება და ბინაზეც მიაქვს. პირველ მიღებას პაციენტი ექიმის თანდასწრებით ახორციელებს, შემდეგ უკვე – დეტალურ ინსტრუქციას იღებს, თუ როგორ უნდა გააგრძელოს მედიკამენტით მკურნალობა.

თავიდან ექიმს 2 დღის დოზა მიაქვს, შემდეგ კი დარჩენილი 3 დღის, იმისთვის, რომ 5 დღის დოზა სრულად მიიღოს. ამ დოზების გაყოფის მიზანია ის, რომ მედიკამენტის გამოყენება ეფექტურად მოხდეს და დანაკარგები მინიმალური იყოს.  ექიმი სრულად აკონტროლებს მკურნალობის პროცესს.

წამლის მიღების დაწყებამდე პაციენტის მდგომარეობას დამატებით აკვირდება ონლაინ კლინიკის ოჯახის ექიმი. მნიშვნელოვანია პაციენტმა წამლის  ყველა დოზა მიიღოს.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები