Sunday, September 24, 2023
spot_img
მთავარიპოლიტიკაქვეყნის რეპუტაციისთვის ყველაფერი უნდა გაკეთეს, რაც ყოფილ პრეზიდენტს და ქვეყანას ეკადრება

ქვეყნის რეპუტაციისთვის ყველაფერი უნდა გაკეთეს, რაც ყოფილ პრეზიდენტს და ქვეყანას ეკადრება

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიხელ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა, რომ შეწყალებაზე საუბარს უკვე აქვს პასუხი გაცემული. დასძინა, რომ ქვეყნის რეპუტაციისთვის ყველაფერი უნდა გაკეთეს, რაც საჭიროა.

„ყოფილი პრეზიდენტის შეწყალებაზე მე ვთქვი, რაც მქონდა სათქმელი. ახლა კი ქვეყნის რეპუტაციისთვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რაც საჭიროა, რათა უზრუნველყოფილი იყოს მისი ჯანმრთელობის პირობების დაცვა, რაც ეკადრება ყოფილ პრეზიდენტს და ქვეყანას. მე ვერ შევაფასებ საზღვარგარეთ გადაყვანას. როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტი, ვიდრე დადასტურებული არ არის, ვერ ვიტყვი, რომ აქ არ არსებობს ის სამედიცინო პოტენციალი, რომელიც ამას უზრუნველყოფს. თუ ვინმე დაადასტურებს, მაშინ უნდა იქნეს მიღებული გადაწყვეტილება, მაგრამ დღეს ეს მოცემულობა არ არსებობს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილმა გამოკვეთა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული თემა და თქვა, რომ მიხელ სააკაშვილისთვის დასმული მძიმე დიაგნოზი გარემოებებს შეცვლიდა.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები