Thursday, December 1, 2022
spot_img
მთავარისამართალი"ქოლ-ცენტრების" საქმეზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს

“ქოლ-ცენტრების” საქმეზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს

საქართველოს გენრალური პროკურატურის განცხადებით “ქოლ-ცენტრების” საქმეზე რამდენიმე ადამიანი დააკავებულია. დაკავებულების შესახებ ვიდეომასალში სულ ხუთი ადამიანი ჩანს. სავარაუდოდ, მათგან სამი კაცი და ორი ქალია.

პროკურატურის პრესსამსახური ამ საქმეზე გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ სულ სისხლის სამართლებრივი დევნა შვიდი ფიზიკური პირისა და ორი იურიდიული პირის მიმართ დაიწყო – განცხადებაში არ არის აღნიშნული, თუ რომელი ქვეყნის მოქალაქეები არიან დაკავებულები, ან რა კავშირი აქვთ იმ ორ კომპანიასთან და რომლის წინააღმდეგაც საქმისწარმოება მიმდინარეობს.

“დანაშაულებრივი გეგმის შესაბამისად, ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა საქართველოში დაფუძნებული საწარმოების ბაზაზე მოაწყვეს ე.წ. ქოლ-ცენტრი. დანაშაულებრივი ჯგუფის სამიზნეს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები მოქალაქეები წარმოადგენდნენ. ე.წ. ქოლ-ცენტრის თანამშრომლები, უკავშირდებოდნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის და სხვა ქვეყნების მოქალაქეებს, ეცნობოდნენ გამოგონილი სახელებით, მათი კომპანიის ადგილსამყოფელის შესახებ ყალბ ინფორმაციას აწვდიდნენ და ფასიანი ქაღალდების, აქციების, ვალუტების და კრიპტოვალუტების ელექტრონულ ვაჭრობაში მონაწილეობის მიღებას, დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ შექმნილი ელექტრონული პლატფორმების გამოყენებით სთავაზობდნენ.

ოპერატორები მომხმარებლებს არწმუნებდნენ, რომ მათი დახმარებით სოლიდური მოგების მიღებას შეძლებდნენ. მომხმარებლისგან თანხმობის მიღების შემდგომ, მათგან გამოყოფილი თანხების განთავსება ხდებოდა დანაშაულებრივი ჯგუფის კონტროლის ქვეშ არსებულ საბანკო ანგარიშებზე და მათი ნაწილი, ფიქტიური დანიშნულებით, ირიცხებოდა საქართველში, მათივე კომპანიების ანგარიშებზე”, – ასე აღწერს პროკურატურა დანაშაულებრივ სქემას.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები