Thursday, December 1, 2022
spot_img
მთავარიპოლიტიკაღარიბაშვილი, იორდანიაში საქართველოსთვის მიწის გადაცემის ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებს

ღარიბაშვილი, იორდანიაში საქართველოსთვის მიწის გადაცემის ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში ჩავა. ვიზიტი 28-29 მაისს გაიმართება. 

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი პრინც ღაზისთან ერთად მონაწილეობას მიიღებს მდინარე იორდანესთან იესო ქრისტეს ნათლობის ადგილზე საქართველოსთვის მიწის გადაცემასთან დაკავშირებულ ოფიციალურ ცერემონიაში.

მიწაზე, რომლის ფართობი 4 ათასი კვადრატული მეტრია, ილია მეორის ინიციატივით, ქართული კულტურის ცენტრი აშენდება.

ვიზიტის ფარგლებში მთავრობის მეთაური მაღალი დონის შეხვედრებსაც გამართავს იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს უმაღლესი თანამდებობის პირებთან.

2022 წლის 19 იანვარს საქართველოს იორდანიაში 4000 კვ.მ ზომის მიწის ნაკვეთი გადმოეცა.​

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები