Monday, December 4, 2023
spot_img
მთავარიპოლიტიკაღარიბაშვილს იმედი აქვს, რომ დავოსში გამართულ დისკუსიებს დადებითი ცვლილებები მოჰყვება

ღარიბაშვილს იმედი აქვს, რომ დავოსში გამართულ დისკუსიებს დადებითი ცვლილებები მოჰყვება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელს პროფესორ კლაუს შვაბსა და აღმასრულებელ თავმჯდომარეს, ჰილდე შვაბს, მათი სახელით გამართულ მიღებაზე მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა.

მთავრობის მეთაური იმედს გამოთქვამს, რომ მსოფლიოსა და ბიზნესლიდერების იდეებისა და დისკუსიების შედეგად დადებითი და ხელშესახები ცვლილებები მშვიდობიანი და მდგრადი იქნება მომავლის უზრუნველსაყოფად.

“მადლობას ვუხდი დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელსა და აღმასრულებელ თავმჯდომარეს, პროფესორ კლაუს შვაბსა და ჰილდე შვაბს მათი სახელით გამართული მიღებისთვის. იმედი მაქვს, რომ მსოფლიოსა და ბიზნესლიდერების იდეებისა და დისკუსიების შედეგად დადებითი და ხელშესახები ცვლილებები გვექნება მშვიდობიანი და მდგრადი მომავლის უზრუნველსაყოფად”,-წერს პრემიერ-მინისტრი.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები