Monday, December 11, 2023
spot_img
მთავარიპოლიტიკაყველა ნაბიჯს დავუჭერთ მხარს, რაც მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნებისთვის საქართველოდან გადაყვანას შეუწყობს...

ყველა ნაბიჯს დავუჭერთ მხარს, რაც მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნებისთვის საქართველოდან გადაყვანას შეუწყობს ხელს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ პარტია მზად არის, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, თავდებში ჩაუდგეს და შეუერთდეს მისი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით.

როგორც ვაშაძე განმარტავს, ყველა ნაბიჯს დაუჭერენ მხარს, რაც სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნებისთვის საქართველოდან გადაყვანას შეუწყობს ხელს.

„როგორც ვიცით, ყველა ექიმი ამბობს, რომ მძიმე ვითარებაა. პოლიტიკურად მოგვწონს, თუ არ მოგვწონს, ეს არ არის ასეთი საკითხი. სუფთა, ადამიანური და ჰუმანიტარული საკითხია, რომელსაც მხარს ვუჭერთ. თავდებობაზე გვექნება მსჯელობა ფრაქციაშიც და სხვა პარტნიორებთან. ეს ხომ პოლიტიკური ჟესტია. ჩვენ, “სტრატეგია აღმაშენებელმა” ვთქვით, რომ ყველა ნაბიჯს დავუჭერთ მხარს, რაც მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნებისთვის საქართველოდან გადაყვანას ხელს შეუწყობს.”- აცხადებს ვაშაძე.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები