ბაიდენმა გამოაცხადა აშშ-ს პორტებში რუსული გემების შესვლა აკრძალა.გარდა ამისა, შეერთებული შტატები უკრაინას 800 მილიონ დოლარ სამხედრო დახმარებას გაუგზავნის. პაკეტში იქნება დრონები, მძიმე არტილერია და მათთვის 144000 ჭურვი. ასევე, ქვეყნის ხელისუფლება კიევს 500 მილიონი დოლარის ოდენობით პირდაპირ ეკონომიკურ დახმარებას გაუწევს.
”ჩვენ დახმარებას ვუგზავნით პირდაპირ ფრონტის ხაზზე, რათა უკრაინელ სამხედროებს შეეძლოთ დაიცვან თავიანთი ქვეყანა,” – თქვა მან. ”ყველა ამერიკელი გადასახადის გადამხდელს შეუძლია იამაყოს, რომ ჩვენი სამხედრო ძალა ხელს უწყობს რუსეთის აგრესიის მოგერიებას. პუტინი ვერასოდეს შეძლებს მთელ უკრაინას დაიპყროს. , ეს არ მოხდება!”- განაცხადა ბაიდენმა
მან ცალ-ცალკე ისაუბრა უკრაინელების „სიმამაცეს“ და იმაზე, რომ შეერთებულ შტატებსშეუძლია „იმდენხანს დაეხმაროს, რამდენიც საჭირო იქნება“ .
ბაიდენმა ასევე განაცხადა, რომ ის იწყებს პროგრამას, რომელიც გაუადვილებს უკრაინელ ლტოლვილებს შეერთებულ შტატებში ჩამოსვლას.
მანამდე შეერთებულმა შტატები, დიდი ბრიტანეთი და კანადა დაჰპირდნენ, რომ უკრაინაში მეტი არტილერიის გააგზავნიან, რათა დაეცვან დონბასი იქ რუსული არმიის დიდი შეტევის ფონზე. აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 19 აპრილს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონთან, კანადის პრემიერ მინისტრთან ჯასტინ ტრუდოსთან და სხვა დასავლელ ლიდერებთან დისტანციური საუბრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არტილერიას ემატება საბრძოლო მასალის ახალი პარტია, რომელსაც აშშ-ის ხელმძღვანელობა კიევს უგზავნის.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინაში არსებულ ვითარებაზე სიტყვით გამოსვლისას გამოაცხადა ქვეყანას დამატებითი დახმარების შესახებ.