ამერიკელი მსახიობი შონ პენი, რომელმაც უკრიანის მიმართ მხარდაჭერა არაერთხელ გამოხტა, აპირებს უკრაინაში დაბრუნდეს და რუსეთის წინააღმდეგ იბრძოლოს.
”მე ვაპირებ უკრაინაში დაბრუნებას. მაგრამ მე არ ვარ იდიოტი, არ ვარ დარწმუნებული, შემიძლია თუ არა რაიმის შეთავაზება. მე არ ვაპირებ პრეზიდენტ ზელენკისა ან მის თანამშრომლების დრო მიმოწერაში დავახარჯვინო, ვიდრე ისინი ალყაში არიან. მე ალბათ გავუგზავნი ერთ შეტობინებას შტაბის უფროსის მეშვეობით: „აი, რისი გაკეთება მინდა, რაც, ვფიქრობ, ღირებული იქნება. უნდა მიპასუხონ: არ მოხვიდე, ან მოდი და გააკეთე ის, რასაც გეგმავ“, – განაცხადა მსახიობმა.
შონ პენი აქამდე, თებერვლის დასაწყისში უკრაინაში დოკუმენტური ფილმის გადასაღებად ჩავიდა, თუმცა ომის დაწყების გამო იძულებული გახდა უკრაინა დაეტოვებინა.