Wednesday, October 4, 2023
spot_img
მთავარისაზოგადოებაჩვენი კომპეტენცია პურის ფასზე და ფქვილის მარაგებზე საუბარი არ არის - ლევან...

ჩვენი კომპეტენცია პურის ფასზე და ფქვილის მარაგებზე საუბარი არ არის – ლევან სილაგავა

„საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორის ლევან სილაგავას განმარტებით, მათი კომპეტენცია პურის ფასზე და ფქვილის მარაგებზე საუბარი არ არის.

მან დღევანდელ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ იმფორმაცია საქართველოში პურის ფასის გაიზრდის შესახებ, მათ არ გაუჟღერებიათ.

„ინფორმაცია, რომ პურის ფასი გაიზრდება, ეს ჩვენ არ გაგვიჟღერებია. ჩვენი კომპეტენცია პურის ფასზე და ფქვილის მარაგებზე საუბარი არ არის, ეს არის „პურის მწარმოებელთა ასოციაციის“ კომპეტენცია. ხშირად არის, რომ ჩვენ ვასოცირდებით პურთან და პურის ფასთან. ჩვენ ორი სხვადასხვა ასოციაცია ვართ. ჩვენი არის „ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია“, რომელიც ეხება წისქვილკომბინატებსა და ხორბლის შემოტანას, ასევე ადგილობრივი ხორბლის მიღებას. ჩვენ ვართ წისქვილკომბინატები, რომელიც ხორბალს ფქვილად და ქატოდ ამუშავებენ. „პურის მწარმოებელთა ასოციაცია“ არის ის ასოციაცია, რომელიც ფქვილს ორი ხაზიდან იღებს, ეს არის ადგილობრივი წისქვილკომბინატები და იმპორტირებული ფქვილი. შესაბამისად, მარაგები, რომელიც დღეს არსებობს, „პურის მწარმოებელთა ასოციაციის კომპეტენციაა“, – განაცხადა სილაგავამ.

მისი თქმით, პურის ფასის გაძვირების სანაცვლოდ, წისქვილკომბინატების მუშაობის გაგრძელება არასდროს მოუთხოვიათ.

„ჩვენი აზრით, ახლო მომავალში გადაწყვეტილება მიღებული უნდა იყოს, რომ 1-ელი ივლისისთვის, არა მარტო საქართველოში, არამედ რეგიონში ხორბლის მოსავლის აღებისთვის გარკვეულწილად მომზადდეს ადგილობრივი წისქვილკომბინატები, რომ მათ დაფქვან ადგილობრივი ხორბლის მოსავალიც და შემდგომში არ გაჩერდნენ. ასე არ უნდა იყოს წარმოდგენილი, რომ ჩვენ დავფქვათ ხორბლის მოსავალი და შემდეგ ისევ გავჩერდეთ. ამისთვის გვინდა შემდგომი გარემოს პროგნოზირება, რადგან სამსახურებსაც ვერ ვეტყვით, ერთთვიანი მუშაობა გექნებათ და მერე აღარ იმუშავებთ. ეს არის პრობლემა და ამის თაობაზე ვმუშაობთ. არცერთ ეტაპზე ჩვენს ინდუსტრიას მუშაობის გაგრძელება პურის ფასის გაძვირების სანაცვლოდ არ მოუთხოვია, ჩვენ ამას არც მომავალში ვაპირებთ. ჩვენი ყველა შეთავაზება აგებულია მოთხოვნის და იმ მექანიზმების შექმნით, რომელიც არც პურის ფასს გააძვირებს, პირიქით სტაბილური მუშაობის საშუალებას მოგვცემს და მარაგების შექმნის შესაძლებლობაც იქნება“.-განაცხადა სილაგავამ.

რაც შეეხება ადგილობრივი წარმოების ხორბლის მარაგს, ეს ინფორმაცია სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქვს და მათი ცნობით, სავარაუდოდ, მარაგი 130 ათასი ტონა არის.

„მარაგებთან დაკავშირებით მთავრობის ეკონომიკურ ჯგუფთან მუშაობა მიმდინარეობს. უახლოეს მომავალში ვფიქრობთ, რომ სამუშაო შეხვედრა გვექნება იმისთვის, რომ წისქვილკომბინატებმა სტაბილურად შეხედონ არა მარტო სეზონზე მუშაობას, არამედ შემდგომ მუშაობასაც, რადგან სეზონზე ორთვიანი მუშაობა და მერე გაჩერება, წისქვილკომბინატებისთვის არაპროგნოზირებადი გარემოა და შესაძლებელია ყველა არ ამუშავდეს.“-განაცხადა სილაგავამ.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები