Monday, December 11, 2023
spot_img
მთავარიმსოფლიოჩინეთის მარეგულირებელი ქვეყანაში Stepn-ს კრძალავს

ჩინეთის მარეგულირებელი ქვეყანაში Stepn-ს კრძალავს

ჩინური გამოცემა South China Morning Post-ის ცნობით , 15 ივლისიდან ჩინეთის მარეგულირებელი ქვეყანაში NFT ტოკენის Stepn-ის საქმიანობას კრძალავს. რის შემდეგაც ჩინელ მომხმარებელს, ამ თამაშის გამოყენება აეკრძალება. თამაშის მომხმარებლები ფიქსირებულ ფასად ყიდულობენ NFT ბოტასს, რის შემდეგაც თამაშის დავალებების შესაბამისად ყოველდღიურად გარკვეულ მანძილს გადიან, რის სანაცვლოდაც მათ სისტემა GST ტოკენს უხდის.

Stepn-ი, საქართველოში პოპულარული მარტ-არპილის პერიოდში გახდა, ის 2021 წლის დეკემბერშია დაფუძნებული და მსოფლიოს გარშემო 580,000 მომხმარებელი ჰყავს. კომპანიამ 2022 წლის პირველ კვარტალში 20 მილიონი დოლარის წმინდა მოგება გამოიმუშავა.

GST-ის ღირებულებაც შემცირებულია, სწორედ ამ ტოკენს იხდის ეს თამაში გავლილი კილომეტრების სანაცვლოდ. თუკი მაისის დასაწყისში მისი ღირებულება 6.5 დოლარი იყო, ამჟამად 1.4 დოლარს შეადგენს.

Google Trends-ის თანახმად, ამ თამაშისადმი ინტერესი მსოფლიოს გარშემო ყველაზე მაღალი საქართველოშია ანუ ინტერნეტ ძიებებს შორის ყველაზე მეტად Stepn-ს საქართველოში ეძებდნენ. კერძოდ, საქართველოში მის მიმართ ინტერესი 100-ზეა, ჩინეთში მისდამი ინტერესი 23 ქულით ფასდება, ყაზახეთში 19 ქულით, ჰონგ-კონგში კი 18 ქულით.

Stepn-ი ავსტრალიაში მცხოვრები ჩინელი ანტერპრენერებმა- ჯერი ჰუანგიმ და იან რონგმა დააფუძნეს. კომპანიაში 60-მდე ადამიანია დასაქმებული.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები