Sunday, September 24, 2023
spot_img
მთავარისპორტიჩოგბურთელ ბორის ბეკერს პატიმრობა მიესაჯა

ჩოგბურთელ ბორის ბეკერს პატიმრობა მიესაჯა

ლეგენდარული გერმანელი ჩოგბურთელი ბორის ბეკერი უახლოეს ორწელიწად-ნახევარს ციხეში გაატარებს. ეს გადაწყვეტილება ლონდონის სასამართლომ მიიღო დღეს. ვეტერანი სპორტსმენი აქტივების დამალვის გამო დაისაჯა. საუბარია ასობით ათას გირვანქა სტერლინგზე.

როიტერსის ცნობით, „დიდი სლემის“ ტურნირების ექვსგზის ჩემპიონმა სოლიდური თანხა ყოფილ ცოლს – ბარბარას და განცალკევებით მცხოვრებ ცოლს – შარლის გადაურიცხა 2017 წელს, მას შემდეგ, რაც ბეკერი სასამართლომ გაკოტრებულად გამოაცხადა.

მოსამართლე დებორა ტეილორმა განაცხადა, რომ ციხეში კარგად მოქცევის შემთხვევაში, ბეკერს მისჯილი ვადის ნახევრის მოხდის შემდეგ, პატიმრობას პირობითი სასჯელით შეუცვლიან.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები