Thursday, December 1, 2022
spot_img
მთავარისაზოგადოებაძალიან კარგი იქნება, თუ ხმის შეზღუდვას მაკონტროლებელი ეყოლება

ძალიან კარგი იქნება, თუ ხმის შეზღუდვას მაკონტროლებელი ეყოლება

ძალიან ხშირად გამიგია, რომ ქალაქში სპორტული ავტომობილები გადაადგილდებიან, რომლებიც ხმაურს და დისკომფორტს იწვევენ, – სამომავლოდ ვიტყოდი, რომ ძალიან კარგი იქნება, თუ ხმის შეზღუდვას მაკონტროლებელი ეყოლება. – ტრანსპორტის საკითხების ექსპერტმა, „საქართველოს საავტომობილო ფედერაციის“ ვიცე-პრეზიდენტმა, მევლუდ მელაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ხმის შეზღუდვის მაკონტროლებელი მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, ხოლო ევროპის ყველა ქვეყანაში არის დანერგილი.

„თითოეულ ქვეყანასთავისი რაღაც შეზღუდვის კოეფიციენტი აქვს, რომელიც სპეციალური ხელსაწყოთი ძალიან იოლად იზომება და როცა ვიღაც ხმაურობს შეიძლება ასეთი უბრალო ხერხით აღმოვფხვრათ.

საქართველოში მოდაში შემოვიდა სპეციალური პროგრამა, რომელიც ავტომობილში იწერება და ავტომობილს დამატებით ხმას სძენს. ეს გარკვეულწილად ახალგაზრდებისთვის შეიძლება ეფექტურად გამოიყურება, მაგრამ ქალაქში ყოველდღიურ რეჟიმში, რა თქმა უნდა, ძალიან შემაწუხებელია. რთულია ეს მიმართულება გავაკონტროლოთ, მაგრამ მე უბრალოდ პირდაპირ მივმართავდი იმ ხალხს, ვისაც ეს მოსწონს, რომ ამ ღილაკით ჩართვა და გამორთვა შეიძლება, პატივი ვცეთ ერთმანეთს, მოსახლეობას და მითუმეტეს, ძალიან ხშირად არის, რომ ამით პატარა ბავშვებს ვაღვიძებთ,“ – აღნიშნა მევლუდ მელაძემ პრესკონფერენციაზე.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები