Wednesday, October 4, 2023
spot_img
მთავარიეკონომიკაწლის დასაწყისში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი დაახლოებით 344 მლნ დოლარია

წლის დასაწყისში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი დაახლოებით 344 მლნ დოლარია

თუ 2022 წლის მაჩვენებელს 2019 წლის ანალოგიურ პერიოდს შევადარებთ დავინახავთ, რომ ტურიზმი ქვეყანაში სულ 52.1%-ით აღდგა.

დაახლოებით 500 000 ტურისტი ეწვია საქართველოს 2022 წლის დასაწყისში. აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი 2021 წლის იგივე პერიოდთან შედარებით 294.6%-ით მეტია. თუმცა მოცემული მასშტაბური პროცენტული ზრდის მთავარი მიზეზი დაბალი საბაზო ეფექტია, რაც გასული წლის იანვარ-მარტში ქვეყანაში არსებული შეზღუდვებისა და პანდემიის ფონზე ტურისტების შემოდინების ნაკლებობაში გამოიხატება. თუ 2022 წლის მაჩვენებელს 2019 წლის ანალოგიურ პერიოდს შევადარებთ დავინახავთ, რომ ტურიზმი ქვეყანაში სულ 52.1%-ით აღდგა.

ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ნაწილთან დაკავშირებით. საინვესტიციო კომანია G&T-ის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, მიმდინარე წლის დასაწყისში საქართველომ ტურიზმიდან დაახლოებით 344 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 59.4%-ს შეადგენს.

საინვესტიციო კომპანია პროგნოზირებს, რომ მიმდინარე წელს ტურიზმიდან მისაღები შემოსავლები 2019 წელთან შედარებით 60-დან 75%-ის ფარგლებში აღდგება. ომამდე საინვესტიციო კომპანია ტურიზმიდან შემოსავლების 85%-იან აღდგენას ელოდა. თუმცა ომის პირობებში აღნიშნული საპროგნოზო მაჩვენებელი შემცირდა.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები