Sunday, September 24, 2023
spot_img
მთავარიპოლიტიკა„ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება მოუწევს“-გიორგი ბოტკოველი

„ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება მოუწევს“-გიორგი ბოტკოველი

„დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე „ქართული ოცნების“ კი არა, რუსული პარტია ქართველი ხალხის ულტიმატუმს მიიღებს. – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბოტკოველმა მიხეილ სააკაშვილის ოჯახის მხრიდან ხელისუფლებისთვის წაყენებულ ულტიმატუმზე საუბრისას განაცხადა.

გიორგი ბოტკოველის განცხადებით, ძალიან მალე „ქართული ოცნება“ ქართველი ხალხის ულტიმატუმს მიიღებს.

„დღეს ყველას, თითოეულ ჩვენგანს უნდა გვამოძრავებდეს და უნდა გვინდოდეს, რომ გადავარჩინოთ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე იმიტომ, რომ ეს იქნება ქვეყნის სირცხვილი და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ხელისუფლებას ქართველ ხალხთან და ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად არ მივცემთ ამის გაკეთების საშუალებას.

დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე „ქართული ოცნების“ კი არა, რუსული პარტია ქართველი ხალხის ულტიმატუმს მიიღებს. რასაც ჩადის ხელისუფლება, არ არის ბრძოლა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილს  წინააღმდეგ, ეს არის ბრძოლა ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, როდესაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტი გყავს ციხეში და ასე ექცევი“, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები