ფოთში, საკრებულოს სხდომაზე, ოპოზიციის მხრიდან სოციალურ პროგრამებთან დაკავშირებით გაჟღრებულ შენიშვნებს ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა, რის შემდეგაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა სხდომა დატოვეს. მათი განცხადებით, მმართველი პარტია მუდმივად ,,ნაციონალური მოძრაობის” წარსულით აპელირებს.
ოპოზიციონერი პარტიის წევრებმა აღნიშნეს, რომ ქალაქის სოციალური პაკეტი არასწორადაა შედგენილი. ასევე, მათივე თქმით, შეჭირვებულ ოჯახებზე მიზერული თანხები გაიცემა. ოპოზიციამ ხელისუფლებისგან აღნიშნული თანხების მომატება მოითხოვა.
,,ამათთან კამათს აზრი არა აქვს. როდესაც სათქმელი არაფერი აქვთ, ყოველთვის აპელირებენ წარსულით. მიშას ახსენებენ, რომელმაც ახალი თანამედროვე სახელმწიფო შექმნა და პიჯაკის და პალტოს გამო ასამართლებენ, სხვა ბრალდება ვერაფერი ვერ მოუძებნეს. სახელმწიფო დაანგრიეს, აღარფერი აღარ არსებობს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მართავს და ამით მოსწონთ თავი.- განაცხდა ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, დარეჯან ცხვიტარიამ.