Sunday, September 24, 2023
spot_img
მთავარიმსოფლიოჯასტინ ტრუდო უკრაინაში ჩავიდა

ჯასტინ ტრუდო უკრაინაში ჩავიდა

კანადის პრემიერ-მინისტრი უკრაინაშია. ჯასტინ ტრუდომ დაბომბილი ქალაქი ირპენი ქალაქის მერთან, ალექსანდრ მარკუშინთან ერთად დაათვალიერა. ჯასტინ ტრუდო ირპინში მივიდა, რათა საკუთარი თვალით ენახა მთელი ის საშინელება, რაც რუსმა ოკუპანტებმა ჩაიდინეს ირპენში, ნანახმა ის შოკირში ჩააგდო. მან მოინახულა დამწვარი და მთლიანად დანგრეული არამხოლოდ სამხედრო ობიექტები, არამედ ირპინის მაცხოვრებლების სახლები, რომლებიც ბოლო დრომდე ტკბებოდნენ ცხოვრებით და ჰქონდათ საკუთარი გეგმები მომავლისთვის. “გულწრფელ მადლობას ვუხდი ბატონ ტრუდოს იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც დღეს კანადა უწევს უკრაინას. ჩვენ გვჯერა, ჩვენს ქვეყნებს შორის შემდგომი თანამშრომლობისა და ჩვენი გამარჯვების შემდეგ უკრაინის ქალაქების ერთობლივად აღდგენის. ვიმედოვნებ ბატონ ჯასტინ ტრუდოს მხარდაჭერის ორგანიზებაში კანადაში უკრაინული დიასპორის ძალისხმევის ორგანიზებაში ირპენში ინფრასტრუქტურის აღსადგენად.” განაცხადა ირპენის მერმა. ირპენი შესაბამის ოფიციალურ წერილებს უახლოეს მომავალში მიმართავს.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები