Sunday, February 5, 2023
spot_img
მთავარისაზოგადოება„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ განცხადებას ავრცელებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ განცხადებას ავრცელებს

დღეს, 16 აგვისტოს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” საბურთალოს რაიონში, ბახტრიონის სატუმბო სადგურში წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ”ცნობით, მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში, ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

„აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, დღეს, 16 აგვისტოს, ღამის 00:00 საათიდან, 17 აგვისტოს დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდებაა:

მთაწმინდა-კრწანისის რაიონში: ზალდასტანაშვილის, კაკაბაძის, ზანდუკელი, ქიაჩელის, ჭოველიძის, მაყაშვილის, გოგებაშვილის, ნიკოლაძის, ვარაზის ხევის, ანჯაფარიძის, მელიქიშვილის, კოსტავას 1 შესახვევს, ბაქრაძის, ლარსის, რჩეულიშვილის, ბელინსკის, გრიბოედოვის, ალ. ჭავჭავაძის, ბესიკის, შევჩენკოს, ჟვანიას, ჭონქაძის, ლეონიძის, ტაბიძის, თარხნიშვილის, ტატიშვილის, პეტრიაშვილის, ქიქოძის და მიმდებარე ქუჩებს;

პუშკინის, აბესაძის, ხანძთელის, სამღებროს, გორგასლის, ღვინის აღმართის, გუნიას, კოტე აფხაზის და მიმდებარე ქუჩებს.

ვაკე-საბურთალოს რაიონში: ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს, აბაშიძის, ბარნოვის, მცხეთის, ქობულეთის, კეკელიძის, ტაბიძის, ფალიაშვილის, ჟვანიას, არაყიშვილის, რამიშვილის, მოსაშვილის, ბერძენიშვილის, კავსაძის, რადიანის, ატენის, შროშის, ყიფშიძის და მიმდებარე ქუჩებს.

ვაჟა-ფშაველას და ყაზბეგის გამზირის ნაწილს, პეკინის, დოლიძის, იოსელიანის, ჩიქოვანის, მგალობლიშვილის, ტაშკენტის, გაგარინის, შარტავას, იოსებიძის, კანდელაკის, ფანჯიკიძის, ლვოვის, ზემო ვეძისის, ცინცაძის, მიცკევიჩის, საირმის გორას, გამრეკელის, ბურძგლას, ბახტრიონის, პეკინის, ფანასკერტელის, თამარაშვილის, უნივერსიტეტის ქუჩის ნაწილს, ზოვრეთის და მიმდებარე ქუჩებს.

ჩუღურეთის რაიონში – მარჯანიშვილის ქუჩის ნაწილს და უშანგი ჩხეიძის ქუჩას.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით – http://www.gwp.ge“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები