Sunday, November 27, 2022
spot_img
მთავარისაზოგადოებაჯუანშერ ბურჭულაძე-"ახალი სტანდარტებით ახლდება ჩვენი ქვეყნის სამხედრო ბაზები და ლოჯისტიკური საშუალებები"

ჯუანშერ ბურჭულაძე-“ახალი სტანდარტებით ახლდება ჩვენი ქვეყნის სამხედრო ბაზები და ლოჯისტიკური საშუალებები”

“წარმატებით განხორციელებულმა მრავალმა პროექტმა ახალი სტიმული მისცა ქართული სამხედრო მრეწველობის გაძლიერებას. მიმდინარეობს ქართული ავიაციის განახლების პროცესი. ახალი სტანდარტებით ახლდება ჩვენი ქვეყნის სამხედრო ბაზები და ლოჯისტიკური საშუალებები“,- ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ  საქართველოს თავდაცვის ძალების დღეზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრის განცხადებით, თანამედროვე თავდაცვის ძალების მშენებლობა და წარმატებები დაფუძნებულია მრავალი სხვადასხვა თაობის სამხედროს პროფესიონალიზმსა და თავდადებაზე.

„ ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარე, ბატონო თავდაცვის ძალების მეთაურო, ბატონო გენერლებო, ოფიცრებო, სერჟანტებო, კაპრალებო და რიგითებო, პატივცემულო სტუმრებო, ქალბატონებო და ბატონებო. მინდა ყველას მოგესალმოთ დღეევანდელ ღონისძიებაზე და მოგილოცოთ თავდაცვის ძალების დღე. დღევანდელი დღე მსურს მივულოცო, თავდაცვის ძალების ყველა წარმომადგენელს. ჩვენს მამაც სამხედროებს, რომელთაც თავიანთი პროფესიონალიზმი და მებრძოლი სული ჩვენი ქვეყნისთვის ბრძოლაში არაერთხელ წარმოაჩინეს. თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის განსაკუთრებულად საპატივცემულო ადამიანები. მრავალი თქვენგანის ზურგზე გადაიარა არაერთმა მძიმე განსაცდელმა. ბევრი თქვენგანი გმირულად იცავდა ჩვენი ქვეყნის მთლიანობასა და სუვერენიტეტს. სამხედროებმა ამაყად ატარეთ ჩვენი ჯარის სახელი, ისე როგორც შეეფერება თქვენი სახელმწიფოს ერთ-ერთ უმთავრეს სიმბოლოს, თავდაცვის ძალებს. თქვენთან ერთად გავაგრძელებთ და გავაძლიერებთ ჩვენი ჯარის სათანადო აღჭურვასა და მზადყოფნის დონის ამაღლებას. ბოლო წლებში გადადგმული ნაბიჯების შედეგად გაძლიერდა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა და მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახების სოციალური პირობები. წარმატებით განხორციელებულმა მრავალმა პროექტმა ახალი სტიმული მისცა ქართული სამხედრო მრეწველობის გაძლიერებას. მიმდინარეობს ქართული ავიაციის განახლების პროცესი. ახალი სტანდარტებით ახლდება ჩვენი ქვეყნის სამხედრო ბაზები და ლოჯისტიკური საშუალებები. ჩვენი მიზანია, ეს პროცესი კიდევ უფრო გაძლიერდეს და მივიღოთ კიდევ უფრო მეტად უკეთ შეიარაღებული, მომზადებული და დაფასებული ჯარი. თანამედროვე თავდაცვის ძალების მშენებლობა და წარმატებები დაფუძნებულია მრავალი სხვადასხვა თაობის სამხედროს პროფესიონალიზმსა და თავდადებაზე. დღევანდელი დღე მინდა მივულოცო ჩვენს ვეტერანებს, რომლებიც ღირსეულად ემსახურნენ ჩვენს ქვეყანას და ზოგიერთი მათგანი დღესაც აქტიურად დგას თავდაცვის ძალების რიგებში.

ასევე, დღევანდელი დღე მსურს მივულოცო დაჭრილ-დაშავებულ სამხედროებს, რომელთაც ჯანმრთელობა გაიღეს ჩვენი ქვეყნისთვის. ძალიან დასაფასებელია მათი წვლილი ჩვენი ქვეყნის წარმატებისა და თავისუფლებისათვის, ასევე, მსოფლიო მშვიდობისთვის ბრძოლაში.ქართული ჯარისთვის სიმამაცის და თავისუფლების წყურვილის მაგალითია დაღუპული სამხედროების გმირობა. მსურს ქედი მოვიხარო მათი ხსოვნის წინაშე. ჩვენი საზოგადოება და ჩვენი ჯარი არასოდეს დაივიწყებს მათ. სწორედ ასეთი მაგალითები აჩვენებს ყველას, რომ ჩვენი ქვეყანა ყოველთვის ბოლომდე იბრძოლებს თავისუფლებისათვის.თანამედროვე ქართული ჯარის ჩამოყალიბებაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. მსურს დიდი მადლობა გადავუხადო მათ საქართველოს და ჩვენი თავდაცვის ძალების ურყევი მხარდაჭერისთვის. დღევანდელ დღეს, როდესაც შავი ზღვის რეგიონში მიმდინარეობს ომი, მნიშვნელოვანია პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერება. დარწმუნებული ვარ, რომ პარტნიორებთან ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.კიდევ ერთხელ თითოეულ სამხედროს და მთლიანად ქართულ საზოგადოებას ვულოცავ დღევანდელ დღეს. ჩვენს ქვეყანას, თავდაცვის ძალებს და თითოეულ თქვენგანს გისურვებთ გაძლიერებასა და წარმატებას“,- განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები