1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0331 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება ლარი 3.0331 გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0590 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0259 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1869 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2190 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0321 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.