1 ივნისიდან გერმანია, რომელიც ბევრი უკრაინელი ლტოლვილისთვის საბოლოო მიმართულებაა, ქვეყანაში შესვლისას კორონავირუსთან დაკავშირებით შეზღუდვებს ხსნის.
გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა კარლ ლაუტერბახმა თქვა, რომ მთავრობა ზაფხულში ქვეყანაში შესასვლისას პანდემიის წესების შეცვლას გეგმავს, რომელიც ვაქცინაციის მტკიცებულებად კოვიდ პასტოტის,უარყოფითი ტესტის ან Covid-19-ის გადატანის დამადასტურებელი საბუთის ქონას ითვალისწინებს.
წესი აგვისტოს ბოლომდე იმოქმედებს.
ბოლო კვირების განმავლობაში, გერმანიაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა შემცირდა და უმეტესი შეზღუდვები მოიხსნა.