Wednesday, May 31, 2023
spot_img
მთავარისაზოგადოება1 ივნისიდან საქართველოს მოქალაქეები გერმანიაში გამარტივებული კოვიდ-რეგულაციებით შევლენ

1 ივნისიდან საქართველოს მოქალაქეები გერმანიაში გამარტივებული კოვიდ-რეგულაციებით შევლენ

გერმანიის საელჩოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 1 ივნისიდან საქართველოს მოქალაქეები გერმანიაში გამარტივებული კოვიდ-რეგულაციებით შესვლას შეძლებენ.

კერძოდ, “გერმანიაში შესვლის მსურველთათვის აცრის, გამოჯანმრთელების ან ჩატარებული ტესტის საბუთის წარდგენა აღარ არის სავალდებულო.

გაუქმდა ინფექციისგან დაცვისათვის შექმნილი მაღალი რისკის მქონე ქვეყნების სია, რადგან „ომიკრონი“ უფრო იშვიათად იწვევს დაავადების რთულ ფორმებს.

ვაქცინაციის საბუთი საჭიროა მხოლოდ იმათთვის, ვინც გერმანიაში ჩადის ქვეყნებიდან, სადაც ვირუსის მუტაცია მოხდა. ამ შემთხვევაში შესვლა შესაძლებელი ხდება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ჩამოთვლილი ყველა ვაქცინით. საქართველო არ შედის ამ ქვეყნების სიაში“. – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები