Sunday, November 27, 2022
spot_img
მთავარიპოლიტიკა"10 000-მდე ავარიული შენობა-ნაგებობა არის ქალაქში" - კახა კალაძე

“10 000-მდე ავარიული შენობა-ნაგებობა არის ქალაქში” – კახა კალაძე

დედაქალაქის მერმა განაცხადა, რომ ტენდერი, რომელიც გამოავლენს სამშენებლო კომპანიას, გამოცხადდება.

“ავარიულ შენობებთან დაკავშირებით მუშაობა დაწყებულია. ძალიან მალე გამოვაცხადებთ ტენდერს, რომ გავიგოთ, ვინ იქნება კონკრეტულ პროექტთან დაკავშირებით სამშენებლო კომპანია და ვინ განახორციელებს პროექტს. ამასთან დაკავშირებით ცოტა მოგვიანებით, მთავრობის სხდომაზე ვისაუბრებთ. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძალიან დიდი ინტერესია ამ პროექტის განხორციელების მიმართ. 10 ათასამდე ავარიული შენობა-ნაგებობა არის ქალაქში, სხვადასხვა კატეგორიის ავარიულობა აქვს მინიჭებული მაგრამ არის ისეთი შენობა-ნაგებობებიც, სადაც ცხოვრება არ შეიძლება, სიცოცხლისთვის საშიშია. ასეთი შენობებიდან გაყვანილი გვყავს ადამიანები ქირით. ესეც რა თქმა უნდა, ძალიან დიდ თანხებთან არის ყოველწლიურად დაკავშირებული. ამიტომ, პირველ რიგში, ჩვენი ინტერესი არის ის, რომ რაც შეიძლება მეტი პროექტი განვახორციელოთ იმისთვის, რომ ამ ადამიანებს ჩავუნაცვლოთ ავარიული შენობა-ნაგებობები გამართული, თანამედროვე ქართული არქიტექტურით” – კახა კალაძე

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები