Sunday, September 24, 2023
spot_img
მთავარიპოლიტიკა13 ათასამდე დევნილ ოჯახს, პრემიერი 3-4 წელში ბინების გადაცემას დაჰპირდა

13 ათასამდე დევნილ ოჯახს, პრემიერი 3-4 წელში ბინების გადაცემას დაჰპირდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე პირობა დადო, რომ მომდევნო 3-4 წლის პერიოდში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილ 13 ათასამდე ოჯახს ბინებით უზრუნველყოფს.

“მათგან ნაწილს დაუკანონდება, ნაწილს, დაახლოებით 6 ათას დევნილს, გადაეცემა სახლები პროექტ „სოფლად სახლის“ ფარგლებში და 7 ათასი დევნილი ოჯახისთვის აშენდება ახალი, თანამედროვე სტანდარტების კორპუსები და მათ გადაეცემათ ბინები სრული რემონტით, ეს ჩვენი ვალდებულებაა”. – თქვა ღარიბაშვილმა.

​საქართველოში დევნილი ოჯახების ნაწილი ქირით ცხოვრობს, ნაწილი კი ავარიულ შენობებშია შესახლებული. მათი ბინით უზრუნველყოფის საკითხი ათწლეულებია ვერ გვარდება.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები