Saturday, June 10, 2023
spot_img
მთავარიპოლიტიკასალომე სამადაშვილმა ირაკლი კობახიძის განცხადებებს ბოდვა უწოდა

სალომე სამადაშვილმა ირაკლი კობახიძის განცხადებებს ბოდვა უწოდა

კობახიძის ბოდვით განცხადებებზე სერიოზულად კომენტარის გაკეთება რთულია. მეგონა, კობახიძეს ცოტა მეტი ინტელექტი ჰქონდა. დღევანდელი განცხადებები საზოგადოების დაცინვა და აბუჩად აგდებაა, – პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა,სალომე სამადაშვილმა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის,ირაკლი კობახიძის განცხადებები.

პოლიტიკოსის განცხადებით, საქართველოს ძალიან სერიოზული გამოწვევები აქვს და უბრალოდ საზოგადოებისთვის შეურაცხმყოფელია კობახიძის განცხადებებზე სერიოზული კომენტარების გაკეთება

„კობახიძის ბოდვით განცხადებებზე რთულია სერიოზულად კომენტარის გაკეთება. მეგონა, კობახიძეს ცოტა მეტი ინტელექტი ჰქონდა, შეეძლო საკუთარი არაცნობიერი შიშები, რომ „ქართული ოცნება“ დაკარგავს ძალაუფლებას სწორედ იმ გზით, რომ დემოკრატიული კოალიცია დაამარცხებს, შეეფუთა. ამასაც ვერ ახერხებს. მე შემიძლია, მხოლოდ რჩევა მივცე, რომ მუშაობა დაიწყოს შესაბამის სპეციალისტებთან. იმ დროისთვის მოემზადოს, როდესაც „ქართული ოცნება“ ძალაუფლებას დაკარგავს. ასე თუ გააგრძელებს ბატონი კობახიძე, ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება. ჯერ ახალგაზრდა ადამიანია, ვფიქრობ, მისი ჯანმრთელობა მისთვის საზრუნავი უნდა იყოს.

რაც შეეხება უფრო სერიოზულ კომენტარს, მე შეკითხვა მაქვს, ანუ ბატონი კობახიძე რას ეუბნება ხალხს, რომ უკრაინამ დაგეგმა ომი, რომელიც დღეს მიმდინარეობს რუსეთთან. ამასთან, მიხეილ სააკაშვილმა სხვებთან ერთად დაგეგმა მეორე ფრონტის გახსნა საქართველოში და ამ მიზნით დაბრუნდა საქართველოში. ეს თუ ვინმეს მიაჩნია, რომ შეიძლება, იყოს რაციონალური ადამიანის მიერ ნათქვამი ფრაზები, მაშინ, კი ბატონო, სერიოზულ კომენტარს გავაკეთებ. ჩვენს ქვეყანას აქვს ძალიან სერიოზული გამოწვევები და უბრალოდ საზოგადოებისთვის შეურაცხმყოფელია კობახიძის განცხადებებზე სერიოზული კომენტარების გაკეთებ

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები