Sunday, September 24, 2023
spot_img
მთავარისაზოგადოება14 მაისს, მთაწმინდის პარკში „ახალი ღვინის ფესტივალი 2022" გაიმართება

14 მაისს, მთაწმინდის პარკში „ახალი ღვინის ფესტივალი 2022″ გაიმართება

14 მაისს, მთაწმინდის პარკში „ახალი ღვინის ფესტივალი 2022“, თბილისის მერიის მხარდაჭერით და ღვინის კლუბის ორგანიზებით გაიმართება.

ფესტივალში მონაწილეობას 61 ღვინის კომპანია (დიდი, საშუალო და მცირე მეღვინეობა), 89 საოჯახო მარანი და ათი სხვა კომპანია (ღვინის აქსესუარები) მიიღებს. ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.

„ახალი ღვინის ფესტივალი 2022“ მონაწილეებსა და სტუმრებს ბოლო მოსავლის (2021 წ) ასეულობით ახალი ღვინის გასინჯვას, ამ ღვინოების ავტორების გაცნობასა და ახალი გემოების აღმოჩენას ჰპირდება.

„ახალი ღვინის ფესტივალის მთავარი იდეა ქართული ტრადიციული ქვევრის ღვინის პოპულარიზაცია, ახალი ჯიშებისა თუ ადგილების აღმოჩენა, საქართველოში ღვინის განათლების დონის ამაღლება და სამომხმარებლო კულტურის განვითარებაა.

2010 წლიდან დაწყებული ყოველ წელს ფესტივალი იზრდება. ასპარეზზე ახალი საოჯახო მარნები და ღვინის კომპანიები ჩნდებიან და ღონისძიების მონაწილეებს თავიანთი ბოლო მოსავლის ღვინოებს ასინჯებენ.

ახალი ღვინის ფესტივალს მწარმოებლების გარდა, ქართველი და უცხოელი ღვინის პროფესიონალები, ღვინის მწერლები, ღვინის ბარ-რესტორნები და მოყვარულებიც მოუთმენლად ელიან. რამდენიმე წელია, ტრადიციულად, მსოფლიოს სახელოვან ღვინის მაგისტრებს, სომელიეებს, იმპორტიორებსა და ღვინის მწერლებს ღვინის ფესტივალის თარიღი ჩანიშნული აქვთ და ქართულ ღვინოებთან შესახვედრად ემზადებიან.

ახალი ღვინის ფესტივალის ხიბლი სწორედ მრავალფეროვნება და ახალი გემოების აღმოჩენაა.

„ახალი ღვინის ფესტივალი 2022“ ქვევრის გახსნის ტრადიციული ცერემონიით, მრავალჟამიერის თანხლებით გაიხსნება. ამ ქვევრში, როგორც წესი, ღვინის კლუბის მიერ შერჩეული საოჯახო მარანში დაწურული საუკეთესო ღვინო დაგხვდებათ.

ფესტივალზე მისული სტუმრები ღვინოსთან ერთად, მუსიკითაც ისიამოვნებენ – „ნალი ბენდი“, რეზო კიკნაძის ჯაზბენდი, „ჯეოფოლკი“. ასევე, იქნება სახალისო პროგრამა, ათი ყუთი საუკეთესო ღვინო გათამაშდება. ჩატარდება თიხის ნაკეთობების მასტერკლასები და სხვა.

ფესტივალის კარი ყველა სტუმრისთვის ღიაა.

ახალი ღვინის ფესტივალზე დაგეგმილია საქველმოქმედო აქცია „ქართული მეღვინეობა უკრაინის მხარდასაჭერად“. აქციისთვის სპეციალური სტიკერებიც შეიქმნა. ეს სტიკერები იმ კომპანიების ღვინოებზე შეგხვდებათ, რომლებმაც უკრაინის მხარდასაჭერად გახსნილ საქველმოქმედო ანგარიშზე თანხა უკვე გადარიცხეს. ეს თანხა მთლიანად უკრაინელი ხალხის დახმარების ფონდში ირიცხება.

სტიკერიანი ღვინის შეძენის შემთხვევაში, უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერ აქციაში თქვენ ავტომატურად იღებთ მონაწილეობას. ქველმოქმედებაში ჩართვის სურვილის შემთხვევაში, ფესტივალზე წარმოდგენილ ღვინოებს შორის სტიკერიან ღვინოებზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება.

დაგეგმილი აქცია ამ ეტაპზე, მხოლოდ ღვინოსა და სხვა ალკოჰოლურ სასმელზე ვრცელდება.

უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად, საბანკო ანგარიში უკვე გახსნილია. ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია – ფესტივალამდეც და ფესტივალის დასრულების შემდეგაც. საქველმოქმედო აქციებით შეგროვებული თანხის რაოდენობა გასაჯაროვდება. ცნობილი გახდება ის ფონდიც, რომელშიც თანხა გადაირიცხება.

საქველმოქმედო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის სურვილის შემთხვევაში, გამოიყენეთ შემდეგი საბანკო რეკვიზიტები:

GE89TB7844536080100014

საბანკო კოდი – TBCBGE 22

მიმღები: „ქართული მეღვინეობა უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“ ა(ი)იპ ღვინის კლუბი.

ფესტივალის მხარდამჭერია ღვინის ეროვნული სააგენტო და ქალაქ თბილისის მერია, საინფორმაციო მხარდაჭერას ვებგვერდი „მარანი“ (www.vinoge.com), ღვინის საინფორმაციო ცენტრი, რადიო „უცნობი“ უზრუნველყოფს. ღონისძიების პარტნიორია მთაწმინდის პარკი, ღვინის ბარი ჯი.ვინო/G.Vino, ღვინის მაღაზიათა ქსელი „8000 მოსავალი“, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა და „ლეპერტი“,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ახალი ღვინის ფესტივალის პროგრამა:

11:00 – ფესტივალის დაწყება;

11:30 – მუსიკა: ნალი ბენდი;

12:00 – ფესტივალის საზეიმოდ გახსნა, ქვევრის გახსნა, მუსიკა – ანსამბლი „ჯეო ფოლკი“;

12:30 – მუსიკა: ნალი ბენდი (ცენტრალური მოედანი, სცენა);

13:10 – ერთი ყუთი ღვინის გათამაშება (ცენტრალური მოედანი, სცენა);

13:15 – ახალი ღვინის ფესტივალში მონაწილე ოჯახური მარნების დაჯილდოება;

13:30 – მუსიკა: „ნალი ბენდი“ (ცენტრალური მოედანი, სცენა);

14:10 – ერთი ყუთი ღვინის გათამაშება (ცენტრალური მოედანი, სცენა);

14:30 – მუსიკა: ნალი ბენდი (ცენტრალური მოედანი, სცენა);

15:10 – ერთი ყუთი ღვინის გათამაშება (ცენტრალური მოედანი, სცენა);

15:15 – ღვინის კლუბის ჯილდო „ელიბოს“ საზეიმო გადაცემა ღვინის კომპანიებისთვის;

15:30 – მუსიკა: ნალი ბენდი (ცენტრალური მოედანი, სცენა);

16:10 – ერთი ყუთი ღვინის გათამაშება (ცენტრალური მოედანი, სცენა);

18:00 – ფესტივალის დახურვა.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები