Sunday, September 24, 2023
spot_img
მთავარისაზოგადოებაფლანგვის დეტექტორი-"დაცარიელებულ "ბლექ სი არენას" მთავრობამ 3-ჯერ მეტი დაახარჯა, ვიდრე უკრაინელი ხალხის ჰუმანიტარულ დახმარებისთვის...

ფლანგვის დეტექტორი-“დაცარიელებულ “ბლექ სი არენას” მთავრობამ 3-ჯერ მეტი დაახარჯა, ვიდრე უკრაინელი ხალხის ჰუმანიტარულ დახმარებისთვის გაიმეტა

ფლანგვის დეტექტორის განცხადებით, 2021 წლის მხოლოდ 8 თვეში, დაცარიელებულ “ბლექ სი არენას” მთავრობამ 3-ჯერ მეტი დაახარჯა, ვიდრე უკრაინელი ხალხის ჰუმანიტარულ დახმარებისთვის გაიმეტა.

ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ფისკალური რისკების ანალიზის დოკუმენტის მიხედვით “ბლექ სი არენას’ სუბსიდიამ 2021 წლის 8 თვის განმავლობაში 3,268,000 ლარი შეადგინა. საინტერესოა, რომ 8 თვის განმავლობაში მიღებული სახელმწიფო დაფინანსება დაახლოებით იმდენია რამდენიც “ბლექ სი არენამ” მთლიანი წლის განმავლობაში მიიღო სახელმწიფოსგან, 2020 წელს.

კომპანიისთვის გაცემული სახელმწიფო სუბსიდია წლების მიხედვით ასე გამოიყურება:

2020 წელი – 3,518,000 ლარი;

2019 წელი – 9,500,000 ლარი;

2018 წელი – 7,755,629 ლარი;

2017 წელი – 11,944,998 ლარი.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები