▫️ შვედეთმა და ფინეთმა ნატოში გაწევრიანებაზე განაცხადი ოფიციალურად მიიღეს.
▫️ მარიუპოლის ხელისუფლებამ რუსეთი აზოვსტალის წინააღმდეგ ფოსფორიანი საბრძოლო მასალის გამოყენებაში დაადანაშაულა. წინასწარი გამოძიება დაიწყო.
▫️ აზოვსტალში დარჩენილ აზოვის პოლკის ჯარისკაცებს მხოლოდ ტექნიკური წყალი რჩებათ – თითო ჭიქა დღეში ერთ ადამიანზე.
▫️ ევროვიზიაში უკრაინულმა რეპ ჯგუფმა Kalush Orchestra-მ გაიმარჯვა.
▫️ იტალიის ხელისუფლებამ ევროვიზიაზე კიბერშეტევების შესახებ განაცხადა. სავარაუდოდ, პრორუსული ჰაკერები არიან ჩართული.