საქართველოს მთავრობამ ევროკომისიის კითხვარის მეორე ნაწილი გაასაჯაროვა, სწორედ ამ კითხვარის პასუხებზე დაყრდნობით ევროკომისია შემდეგ მოსაზრებას მოამზადებს, ქვეყნის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების მინიჟებაზე.
მეორე ნაწილი სექტორულ/დარგობრივია და 33 თავად დაყოფილ 2300-მდე კითხვას მოიცავს. კითხვები დარგობრივ თემებსა და სექტორების მიხედვით ევროკავშირის კანონმდებლობასთან თავსებადობის შესახებაა.
კითხვარის მეორე ნაწილის მიწოდების თარიღად ევროკავშირმა 13 მაისი განსაზღვრა.
- 11 აპრილს ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების კითხვარი გადასცა.
სამოქალაქო საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა 12 აპრილს ევროკავშირის კითხვარისა და პასუხების გასაჯაროება მოითხოვეს. საქართველოს მთავრობამ კითხვარი 15 აპრილს პასუხები გაასაჯაროვა.
საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარის პირველი, პოლიტიკურ-ეკონომიკური ნაწილი უკვე მოამზადა და შეავსო.
როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ევროინტეგრაციის სამთავრობო კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, შევსებული კითხვარის პირველი ნაწილი ევროკომისიას ორშაბათს, 2 მაისს გადაეცემა.
- ევროკომისიის მიერ შედგენილი კითხვარი ფორმალური ინსტრუმენტია, რომლითაც კომისია ევროკავშირში გაწევრიანების პროცესისადმი აპლიკანტი ქვეყნების მზაობას აფასებს, არის თუ არა ქვეყანა მზად წევრობის სტატუსის მიღებისა და წევრობის მოლაპარაკებების დაწყებისთვის.