Sunday, November 27, 2022
spot_img
მთავარისამართალი15 წლის ბიჭს მსხვილფეხა საქონლის სასაკლაოზე იძულებით ამუშავებდნენ

15 წლის ბიჭს მსხვილფეხა საქონლის სასაკლაოზე იძულებით ამუშავებდნენ

შრომის ინსპექციამ არასრულწლოვანის იძულებითი შრომის ფაქტი გამოავლინა. უწყების ინფორმაციით, 15 წლის ბიჭს 5თვის განმავლობაში მსხვილფეხა საქონლის სასაკლაოზე ამუშავებდნენ. ბიჭის მოვალეობებში შედიოდა ტერიტორიის დასუფთავება და ნარჩენების გატანა (საქონლის შიგთავსის გადაყრა, ხორცის მანქანაში ჩატვირთვა და ტერიტორიის დასუფთავება ინდივიდუალური დამცავი საშუალებების გარეშე და ა.შ.).

„ორგანიზაციის უფლებამოსილი პირი სამსახურიდან გაგდების მუქარით, თვეების განმავლობაში აიძულებდა არასრულწლოვანს მისი პირადი ფერმის საქმიანობის შესრულებას, რაშიც ის არანაირ გასამრჯელოს არ იღებდა. მუშაობის დაწყებიდან 5 თვის თავზე, არასრულწლოვანმა უარი უთხრა მის უშუალო ხელმძღვანელს ფერმაში საქმიანობის შესრულებაზე, რის შემდეგაც მან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არასრულწლოვანს და ნამუშევარი დღეების ფულადი ანაზღაურების გარეშე გაათავისუფლა სამსახურიდან” – წერია შრომის ინსპექციის განცხადებაში.

შრომის ინსპექციამ იძულებითი შრომის გარდა ასევე დაადგინა, რომ დამსაქმებელმა დაარღვია ჯანდაცვის სამინისტროს ბრძანება, რომლის მიხედვითაც აკრძალულია არასრულწლოვანის ისეთ სამსახურში დასაქმება რომელიც მძიმე, მავნე და საშიშ პირობებს მოიცავს. შრომის ინსპექციის განმარტებით მსხვილფეხა საქონლის სასაკლაო და ფერმა კი სწორედ ამ კატეგორიას მიეკუთვნება. 

შრომის ინსპექციის სამსახურმა დამსაქმებელ კომპანიას არასრულწლოვანის იძულებითი შრომისა და შრომითი უფლებების დარღვევისათვის 10 000 ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა. 

საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები