Saturday, June 10, 2023
spot_img
მთავარიმსოფლიორომის პაპ ფრანცისკეს მოსკოვში ჩასვლა და პუტინთან შეხვედრა სურს

რომის პაპ ფრანცისკეს მოსკოვში ჩასვლა და პუტინთან შეხვედრა სურს

რომის პაპი ფრანცისკე აცხადებს, მოსკოვში ჩასვლა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრა სურს, რომ უკრაინაში ომის შეჩერებას შეეცადოს. თუმცა ამის შესახებ მოსკოვიდან პასუხი ჯერ არ მიუღია.
რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების დაახლოებით მესამე კვირას, მან ვატიკანის მაღალი რანგის დიპლომატს დაავალა შეხვედრის შესახებ პუტინისთვის შეტყობინების გაგზავნა.

როგორც პონტიფიკი ამბობს, ის ჯერ კიდევ ელოდება პუტინის პასუხს, მაგრამ შიშობს, რომ “მას ამჯერად შესაძლოა, არ სურდეს ასეთი შეხვედრა”.

რომის პაპი პუტინის მიმათ აცხადებს:”ვშიშობ, რომ პუტინს არ შეუძლია და არ სურს მოცემულ დროში ასეთი შეხვედრის გამართვა. მაგრამ როგორ შეგიძლია შენ, რომ არ შეაჩერო ასეთი სისასტიკე?” ფრანცისკე ინტერვიუში ასევე ახსენებს რუსეთის პატრიარქ კირილესთან გამართულ სატელეფონო საუბარს, რომლის დროსაც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელი უკრაინის წინააღმდეგ ომის გამართლებას ცდილობდა.

“ის არ უნდა გადაიქცეს პუტინის საკურთხევლის მორჩილად”, – ამბობს რომის პაპი.

რომის პაპი აღნიშნავს, რომ ის უკრაინაში ვიზიტის ჯერჯერობით არ გეგმავს.
“კიევში ჯერჯერობით არ ჩავალ. მე კარდინალი მაიკლ ჩერნი და კონრად კრაევსკი გავგზავნე მეოთხედ კიევში. ვგრძნობ, რომ იქ ჩემი ჩასვლა არ არის საჭირო. ჯერ მე უნდა გავემგზავრო მოსკოვში, ჯერ მე პუტინს უნდა შევხვდე”, – განაცხადა რომის პაპმა.

ცოტა ხნის წინ, რომის პაპმა უკრაინელ სასულიერო პირთა მხრიდან კრიტიკა დაიმსახურა.

ვნების კვირის პარასკევს, რომში, კოლოსეუმში, რომის პაპმა წინასწარ დაგეგმილი პროგრამის მიხედვით იესოს „ჯვრის გზის“ მსვლელობა ჩაატარა, რომლის დროსაც ხის ჯვარი უკრაინელ და რუს ქალებს ეჭირათ ხელში. რიტუალი იესოს ცხოვრების ბოლო ეტაპებს ასახავდა.

უკრაინის ელჩმა ვატიკანში, ასევე კიევის ბერძნულ-კათოლიკე მთავარეპისკოპოსმა ამ ფორმით მსვლელობის მოწყობის მიმართ წინასწარვე კრიტიკა გამოთქვეს და განაცხადეს, რომ ეს „შერიგების ნაჩქარევი ჟესტია.“ პროტესტის ნიშნად უკრაინის კათოლიკურმა მედიამ კი „ჯვრის გზა“ პირდაპირ ეთერში არ გადასცა , როგორც ეს ყოველწლიურად ხდებოდა.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები