მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 7 ნოემბროს საქმეზე 2 მაისს დაინიშნა. თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა 11:00 საათზე დაიწყება, დაესწრება თუ არა ყოფილი პრეზიდენტი ხვალინდელ სასამართლო პოროცესს, ჯანმრთელობის მდგომარობიდან გამომდინარე, ჯერ უცნობია.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო ბრალდება 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება. საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული ბრალი კი სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. აღნიშნულ საქმეში სააკაშვილთან ერთად ბრალდებულები ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი დაგიგი უგულავა არიან.