Sunday, September 24, 2023
spot_img
მთავარირეგიონი200-მე გაჩერებეული ტრაილერი ლარსის გამშვებ პუნქტთან

200-მე გაჩერებეული ტრაილერი ლარსის გამშვებ პუნქტთან

ერთი კვირაა, რაც ახალციხის შესასვლელში 200–მდე ტრაილერია გაჩერებული. მძღოლებს ღამის გათენება მანქანებში უწევთ. განსაკუთრებით ისინი ზარალდებიან, ვისაც მალფუჭებადი პროდუქტები გადააქვთ. ტრაილერების კოლონა რამდენიმე კილომეტრზეა გადაჭიმული – საბარგო სადგურის დასახლებიდან სოფელ კლდემდე. მძღოლების თქმით, საპატრულო პოლიცია ლარსის საბაჟოს მიმართულებით არ უშვებს. რამ გამოიწვია შეფერხება უცნობია, მიზეზებზე შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურში არ საუბრობენ.

ახალციხეში გაჩერებული მძღოლების უმეტესობა ამბობს, რომ ტვირთი სომხეთიდან რუსეთის მიმართულებით გადააქვთ. ნინოწმინდის საბაჟოზე, როგორც სომხური, ისე ქართული მხარე  ყოველგავრი შეფერხების გარეშე გაიარეს. რატომ არ უშვებენ ლარსის მიმართულებით მათთვის უცნობია.

 „არაფერს გვეუბნებიან, ველოდებით როდის გაგვიშვებენ. ნინოწმინდის საზღვარზე ასეთი პრობლემა არ შეგვქმნია, აქ რა ხდება არ ვიცით. საკვები და სასმელი ჯერ–ჯერობით გვაქვს. თუ დიდი ხნით მოგვიწია დგომა, შეიძლება გაგვითავდეს, მათ შორის საწვავიც. რუსეთში ექსპორტზე სხვადასხვა სახის ზეთი მიმაქვს, იმედია მალე გახსნიან გზას“,–ამბობს ერთ–ერთი ტრაილერის  მძღოლი.

შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, რომ ლარსის გამშვები პუნქტი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს და საქართველოს მხრიდან შეფერხება არ ფიქსირდება.

„ჩვენგან აბსოლუტურად არანაირი შეფერხება არ არის. საბაჟო გამშვები პუნქტი მუშაობს. შეიძლება პატრულის გაცილებით ხდება რაოდენობრივად გატარება“,–ამბობენ უწყების საზოაგდოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

შინაგან საქმეთა სამინისტროში არ განმარტავენ ტრაილერების შეჩერების ზუსტ მიზეზებს და აცხადებენ, რომ საპატრულო პოლიცია რიგებს აკონტროლებს და საზღვრისკენ მიმავალ მანქანებს ეტაპობრივად უშვებენ.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები