საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემების შეჯამების შედეგად აღმოჩნდა, რომ 2021 წელს 8 მილიარდზე მეტი ლარის სესხი საცხოვრებელი უძრავი ქონებით იქნა უზრუნველყოფილი.
სტატისტიკის მიხედვით ეს ციფრი 40%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელთან(2020 წელს 5.8 მილიარდი ლარი იყო ეს მაჩვენებელი) შედარებით და თითქმის იგივეა, რაც 2018 წლის მონაცემი(8.5 მილიარდი ლარი). თუმცა აღსანიშნავია, რომ 2018 წელს ისეთი სირთულეები არ ყოფილა, როგორიც პანდემია და ეკონომიკური რეცესიის პერიოდი, რაც იწვევს ვარაუდს, რომ 2022 წლის ციფრები საგანგაშო იქნება.
მხოლოდ კოვიდის პერიოდს თუ ავიღებთ, 2020-2021 წლებში 13.9 მილიარდი ლარის მოცულობით სესხი იქნა უზრუნველყოფილი საცხოვრებლით.
აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გამოსახლებების არნახული ზრდის ფონზე ეს ციფრი კიდევ უფრო საგანგაშო ხდება. იპოთეკითა და მშენებლობით დაზარალებულთა გაერთიანება ყოველდღიურად აწყდება პრობლემას, რომელიც საჭიროებს ადეკვატურ, სწრაფ და ეფექტურ მოქმედებას სახელმწიფოს მხრიდან.