Wednesday, October 4, 2023
spot_img
მთავარიეკონომიკა2022 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საგარეო სავაჭრო ბრუნვა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით...

2022 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საგარეო სავაჭრო ბრუნვა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 38 პროცენტით გაიზარდა

2022 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 3 866.8 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 38.0 პროცენტით მეტია.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აქედან, ექსპორტი 1 171.8 მილიონ აშშ დოლარი იყო (43.3 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 2 695.0 მილიონი აშშ დოლარი (35.8 პროცენტით მეტი).

„საქსტატის“ ცნობითვე, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2022 წლის იანვარ-მარტში 1 523.2 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.4 პროცენტი შეადგინა.

საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები მიმდინარე წლის 19 აპრილს გამოქვეყნდება.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები