Thursday, March 23, 2023
spot_img
მთავარიეკონომიკა2022 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვები 7.2%-ით გაიზარდა

2022 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვები 7.2%-ით გაიზარდა

ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2022 წელს გაცემულია 10 822 ნებართვა (წინა წელთან შედარებით 7.2 %-ით მეტი) 7 421.9 ათასი კვ.მ ფართობის შენობანაგებობების მშენებლობაზე (წინა წელთან შედარებით 0.2 %-ით ნაკლები).

ნებართვების 77.2 % მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 51.9 % მოდის ქ. თბილისზე, 10.5 % – მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 8.4 % – ქვემო ქართლის რეგიონზე და 6.4 % – იმერეთის რეგიონზე.

2022 წელს ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 2 661.7 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წელთან შედარებით 51.3 %-ით მეტი) 2 654 ობიექტი (წინა წელთან შედარებით 13.1 %-ით მეტი). ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, 36.6 % მოდის ქ. თბილისზე, 11.8 % – მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 11.2 % – კახეთის რეგიონზე და 9.1 % – იმერეთის რეგიონზე.

 

 

 

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები