2022 წელს საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 2.2 მილიონი გასვლა საზღვარგარეთ, რაც 3.7-ჯერ მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. გასვლების უდიდესი ნაწილი, 46.8 %, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.
აღნიშნული რაოდენობიდან საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 1.7 მილიონი შეადგინა, რაც 3.2-ჯერ მეტია 2021 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელდა 944.2 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 99.4 %-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
2022 წელს განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 6.1 ღამე შეადგინა.