საქართველოში სამეცნიერო მკვლევართა 69%-ს დოქტორის ხარისხი აქვს

Published:

2022 წელს, საქართველოში მეცნიერულ კვლევებს ახორციელებდა 63 დაწესებულება, რომელთა მიერ წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოების ჯამურმა მოცულობამ 171.0 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 13.2 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

კვლევებსა და დამუშავებებზე დასაქმებულთა რიცხოვნობა 7.5 პროცენტით გაიზარდა და 15 099 შეადგინა, რომელთაგან 12 991 ერთეულს წარმოადგენდნენ მკვლევარები. მკვლევარების 53.9 პროცენტი ქალია, ხოლო 46.1 პროცენტი – კაცი.

მკვლევართა 68.6 პროცენტი არის დოქტორი ან მასთან გათანაბრებული, 28.6 პროცენტი – მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული, 2.8 პროცენტი ბაკალავრი ან მასთან გათანაბრებული.

ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია მკვლევარების განაწილება განათლების დონისა და სქესის მიხედვით.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img