სროლა დმანისის ცენტრში – რამდენიმე წუთის წინ მუნიციპალიტეტის ყოფილ მერს, გიორგი ტატულაშვილს ცეცხლი გაუხსნეს.
ტატულაშვილი თავდასხმას მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს. როგორც ირკვევა 5 ტყვია ტატულაშვილის მანქანას მოხვდა.
ტატუაშვილი შემთხვევის დროს მარტო გადაადგილდებოდა, ამჟამად კი ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. მანქანა ექსპერტიზაზე უნდა გადაიყვანონ.
ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ დმანისის მერი გიორგი ტატუაშვილი პარტიიდან 2020 წელს გარიცხა.
გიორგი ტატუაშვილი დმანისის მუნიციპალიტეტის მერად 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად აირჩიეს.