ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების კიდევ 66 სატვირთო მანქანა შევიდა

Published:

“ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების კიდევ 66 სატვირთო მანქანა შევიდა”, – ამის შესახებ თეთრი სახლის სპიკერმა განაცხადა.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის თქმით, ვაშინგტონი ორიენტირებულია ღაზაში რაფაჰის გადასასვლელის გახსნაზე, რადგან უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა ღაზის დატოვება შეძლონ.

ნორვეგიაში ვიზიტის დროს, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, პარლამენტარებთან სიტყვით გამოსვლისას, დაგმო „ჰამასის“ მიერ ისრაელზე თავდასხმები და განაცხადა, რომ ისრაელის პასუხი ღაზაში საერთაშორისო კანონმდებლობას პატივს უნდა სცემდეს და დაცული იყოს მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე და ჰუმანიტარულმა დახმარებამ ღაზამდე მიაღწიოს.

ღაზას სექტორში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა ქუვეითის პრინციც. მან შეშფოთება გამოთქვა პალესტინის მიწაზე განვითარებულ მოვლენებზე და დაგმო ისრაელის აგრესია ანკლავზე.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img