თბილისში, ავერსის ერთ-ერთი კლინიკიდან გამოკვლევაზე მიყვანილი სამი პატიმარი გაიქცა. ინფორმაცია ავერსის კლინიკის პრესსამსახური ადასტურებს.
მათი ინფორმაციით, პატიმრები ბადრაგებს ჰყავდათ, რა დროსაც ისინი გაიქცნენ. ამ ეტაპზე, მომხდარზე დამატებითი დეტალები უცნობია.