ხატია დეკანოიძე – ირაკლი ბერაია დაუყოვნებლივ უნდა იქნას გადაყენებული თანამდებობიდან

Published:

პარლამენტის პლენარული სხდომა უმრავლესობის დეპუტატის, ირაკლი ბერაიას მიერ ოპოზიციონერი ქალი დეპუტატის მისამართით გაკეთებულ განცხადებაზე საუბრით გაიხსნა.

ოპოზიციონერი დეპუტატი, ხატია დეკანოიძე, მომხდარის გამო, ირაკლი ბერაიას თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვს.

„მე არ შემიძლია, რომ დღევანდელი დღე დაიწყოს ჩვეულებრივად, ისე, თითქოს, გუშინ არაფერი მომხდარა და ის ფარისევლური ბოდიში, რომელიც მოიხადა თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ იყოს მიღებული. მოვითხოვ და ვფიქრობ, ამაში ჩემი კოლეგებიც შემომიერთდებიან, რომ ბერაია, ადამიანი, რომელმაც საქართველოს პარლამენტის ქალ დეპუტატს, თეონა აქუბარდიას  შეურაცხყოფა მიაყენა, დაუყოვნებლივ გადაყენებულ იქნას თანამდებობიდან. ის, რაც გუშინ აქ მოხდა, არ არის ჩვეულებრივი ამბავი, ეს არის მთელი ჩვენი საზოგადოების შეურაცხყოფა. ის ფარისევლური ბოდიში, რომელიც რომელიც აქ, გუშინ, თითქოს გაისმა, არ ნიშნავს რამეს“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img