ილია დარჩიაშვილი – დიდი შრომა გავწიეთ, რომ 12 პუნქტის შესრულებაში ხელშესახები შედეგები ჰქონოდა

Published:

დიდი შრომა გავწიეთ, რომ საქართველოს 12 პუნქტის შესრულებაში ხელშესახები შედეგები ჰქონოდა. გამოვიყენებთ შესაძლებლობას, რომ გერმანიაში მიმდინარე კონფერენციაზე ამაზე ვისაუბროთ, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა.

“მნიშვნელოვანია, რომ ვართ ამ დისკუსიების ნაწილი და ვართ მონაწილეები საინტერესო განხილვების, რომლებიც გვექნება ამ მიმართულებით.

რეფორმების პროცესი არ არის ერთწლიანი ან ორწლიანი ფაზა. ეს მოითხოვს მუდმივ ძალისხმევას, წლებს, რათა ქვეყანამ სრულფასოვნად განახორციელოს, გააგრძელოს ყველა მიმართულებით რეფორმა.

ჩვენ, წლების განმავლობაში, ამ ლოგიკით ვახორციელებდით რეფორმების დღის წესრიგს. ძალიან დიდი შრომაა გაწეული, რომ საქართველოს 12 პუნქტის მიმართულებით ხელშესახები შედეგები ჰქონოდა. ეს ნაბიჯები გადავდგით და შესაბამისად, ჩვენ ვიცით და ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი, ღირებული სამუშაოები ჩაატარა ქვეყანამ. ჩვენ, რა თქმა უნდა, ერთი მხრივ, საქართველო-ევროკავშირის ორმხრივ ფორმატებში ვმუშაობთ დინამიკურად და, მეორე მხრივ, ჩვენს პარტნიორებთან, წევრ ქვეყნებში, ვმუშაობთ აქტიურად ორმხრივ ფორმატში, ამ შესაძლებლობასაც გამოვიყენებთ, რომ ამ მიმართულებით ვისაუბროთ,” – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img